ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ქიმია
კლასი VIII, IX, X, XI
სექტორი ქართული
რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
რაიონი ამბროლაური
ტელეფონი 595 23 03 17
სამუშაოს დაწყების თარიღი21 იანვარი, 2021წ.
სამუშაო საათები9 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 270-300 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1.მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, სკოლამ შესაძლებელია აიყვანოს პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რომელიც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში ჩააბარებს საგნის გამოცდას და გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციურ კურს.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 1. დასკანერებული პირადობის მოწმობის ასლი და ასლი მატერიალური;

2. ავტობიოგრაფია/cv. და ფოტოსურათი 3x4;

3. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი დასკანერებული და ასლი მატერიალური;

4. სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი ან მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაცია.

     შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

    კონკურსის ეტაპები:

1.განაცხადების გადარჩევა;

2.გასაუბრება;

  კომისია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც არიან სერთიფიცირებული და ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. კონკურსანტი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებთან, ისე სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირთან. კონკურსანტს უნდა შეეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლების პროცესში


გამოქვეყნების თარიღი 3 იანვარი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 18 იანვარი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS