ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
სექტორი
რეგიონი კახეთი
რაიონი საგარეჯო
ტელეფონი 577642883
სამუშაოს დაწყების თარიღი15 სექტემბერი, 2021წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 470-0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისის ღონისძიებების ხელშეწყობა;

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფასება და დარღვევების დროული გამოვლენა;

ბავშვებსა და და მოზარდებში სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის,მოტეხილობის, ჭრილობის,რესპირაციული დისტრესის , შოკის კომის , კრუნჩხვის , ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე);

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა;

ქრონიკული დავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენცია;

ინფექციური დავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;

სასკოლო კვების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო პროფილაქტიკური განათლება;

ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;

სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.

დამატებითი მოთხოვნები

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

სასურველია გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის სტაჟი, ჰქოდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობებში "საოჯახო მედიცინა" ან "პედიატრია";

ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;

იცოდეს სახელმწიფო ენა;

სასურველია ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

სასურველია ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

სასურველია მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა. (საექიმო სპეციალობის ფარგლებში).

კონკურსის ეტაპები :

განცხადების გადარჩევა

გასაუბრება


გამოქვეყნების თარიღი 19 სექტემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 20 სექტემბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS