ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ბიოლოგია
კლასი VII, VIII, IX, X, XI
სექტორი ქართული
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაიონი წალენჯიხა
ტელეფონი 577378430
სამუშაოს დაწყების თარიღი4 ოქტომბერი, 2021წ.
სამუშაო საათები10 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 270-300 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი) ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი);

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კონკურსის ეტაპები:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ავტობიოგრაფია/cv;

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

4. შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

5. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აპლიკანტებმა დოკუმენტაცია და სამოტივაციო წერილი უნდა ატვირთონ ელექტრონულ სისტემაში (http://teacherjobs.ge/). მეორე ეტაპზე, გადავლენ ის კონკურსანტები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს.

საბუთების გადარჩევის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები.

გამოქვეყნების თარიღი 20 სექტემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 30 სექტემბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS