ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თბილისის №221 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური მასწავლებელი
სექტორი
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი 599 10 10 70
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

კანდიდატი სპეციალური მასწავლებლის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:


• მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული ჰქონდეს განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; 

• ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; 

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; 

• ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. 

• აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; 

• არის მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ 2022 წლის 01 იანვრამდე ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.


• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ეროვნული სასწავლო გეგმის ცოდნა; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესადგენად საჭირო კომპეტენცია; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება



კონკურსის ეტაპები:

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას.

კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განცხადებების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.


გამოქვეყნების თარიღი 20 სექტემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 30 სექტემბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS