ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი დაწყებითის მასწავლებელი
კლასი II
სექტორი ქართული
რეგიონი იმერეთი
რაიონი ვანი
ტელეფონი 599322910
სამუშაოს დაწყების თარიღი1 ოქტომბერი, 2021წ.
სამუშაო საათები12 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 318-745 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

1.2 თუ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი მასწავლებლობის კანდიდატი, გიმნაზიამ შესაძლებელია აიყვანოს პირი მასწავლებლობის მაძიებლად, რომელსაც ექნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თუ მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში გაივლის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას.

2. კონკურსის ეტაპები:

ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;

ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორინეტირებული. ასევე შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.

მეორე ეტაპზე, გადავლენ ის კონკურსანტები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს. საბუთების გადარჩევის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

გამოქვეყნების თარიღი 20 სექტემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 26 სექტემბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS