ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის №5 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაიონი ფოთი
ტელეფონი 571027763; 595410402
სამუშაოს დაწყების თარიღი25 ნოემბერი, 2021წ.
სამუშაო საათები40 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. შეასრულოს სკოლის შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

2. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;

3. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;

4. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;

5. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი;

6. საჭიროების შემთხვევაში, დაწეროს მოსწავლეთა დახასიათებები;

7. შეასრულოს სკოლის დირექტორის მითითებები და დავალებები;

8. ტექსტის დამუშავებისას მოსწავლეს წაუკითხოს ტექსტი, სხვადასხვა სტრატეგიების დახმარებით მოუნიშნოს ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილები;

9. კლასში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, დაეხმაროს მოსწავლეს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა: გაზომვის ოპერაციები, მარტივი ცდები, მაკრატლის ხმარება, აპლიკაციების შესრულება;

10. მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოს მოსწავლის სუპერვიზია და მხარდაჭერა სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება;

11. ასისტირება გაუწიოს მოსწავლეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში;

12. განახორციელოს მოსწავლესა და თანაკლასელებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერა: შეტყობინებების ურთიერთგაცვლა - საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის შეტყობინებების თანაკლასელებისთვის გადაცემა და პირიქით, თანაკლასელთა შეტყობინების მისთვის გასაგები ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების ჟესტურ ენაზე თარგმნას;

13. განახორციელოს მოსწავლის მხარდაჭერა სკოლის გარეთ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობისას - შემეცნებითი გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობა და სხვა;

14. განახორციელოს მოსწავლის მხარდაჭერა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობების შესრულებისას;

15. დაეხმაროს მოსწავლეს სპეციალისტთა (მაგალითად, ოკუპაციური ან მეტყველების თერაპევტის) მიერ განსაზღვრული სავარჯიშოების და აქტივობების შესრულებისას;

16. იზრუნოს საფრთხეების და ბარიერების მინიმუმამდე შემცირებაზე;

17. განახორციელოს მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლების ან სპეციალისტების მიერ განსაზღვრული ქცევის მართვის პროგრამების მხარდაჭერა;

18. მოსწავლეს შეახსენოს სასკოლო და საკლასო წესები და წაახალისოს მათი დაცვა;

19. მხარი დაუჭიროს მასწავლებელს სასკოლო და საკლასო რუტინის დაცვისას, გაკვეთილის წინ კლასის შეკრებისას და დაშლისას, მთლიანი კლასის ან/და მოსწავლეთა ჯგუფების სუპერვიზიისას, კლასში ჯგუფების და საკლასო აქტივობების ორგანიზებისას, სხვა არა საგანმანათლებლო აქტივობების შესრულებისას;

20. ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარების მიზნით, მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

21. ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარების მიზნით, მონაწილეობა მიიღოს მოსწავლის შესახებ ანგარიშის და ინდივიდუალური პროფილის მომზადების პროცესში;

22. მოსწავლის ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რელევანტური პირებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიზნით, მონაწილეობა მიიღოს მოსწავლის ტრანზიციის პროცესის დაგეგმვაში;

23. მონაწილეობა მიიღოს მასწავლებელთა და სხვა სპეციალისტთა მიერ მოსწავლეთა პროგრესზე ჩანაწერების (რეგულარული ან ყოველდღიური) წარმოება/განახლების პროცესში;

24. განახორციელოს საკლასო ოთახის, რესურს ოთახის, საგამოცდო ან მოსწავლისთვის განსაზღვრული ნებისმიერი სივრცის და ავეჯის ორგანიზება/მომზადება, დალაგება (პირველადი იერის დაბრუნება);

25. მასწავლებლის დავალებით მოსწავლისთვის მოამზადოს, დაბეჭდოს, გადაამრავლოს, დაწეროს სასწავლო მასალა, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი აკომოდაციის შექმნის/განხორციელების პროცესში;

26. საჭიროების შემთხვევაში, ჰიგიენურად დაამუშაოს მოსწავლის მიერ გამოყენებული სასწავლო მასალა;

27. მონაწილეობა მიიღოს ინკლუზიური გარემოს შექმნის საკითხებზე სკოლის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში;

28. მონაწილეობა მიიღოს მომდევნო დღის ან პერიოდისთვის დაგეგმილი სასწავლო აქტივობების გაცნობის მიზნით მასწავლებლის და სხვა სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში;

29. მოსწავლის ზრუნვასთან დაკავშირებული პროგრესის და/ან საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით მონაწილეობა მიიღოს მშობლებთან შეხვედრებში;

30. საგანგებო შემთხვევის/მდგომარეობის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას, სპეციალურ მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს, მასწავლებელს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს/ოჯახის წევრს;

31. დაიცვას ჰიგიენის წესები მოსწავლესთან ნებისმიერი პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტისას;

32. ავად გახდომის შემთხვევაში წინასწარ გააფრთხილოს სკოლის დირექცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მოერიდოს მოსწავლესთან პირდაპირ კონტაქტს;

33. დაიცვას მოსწავლის პირადი ნივთების ხელშეუხებლობა;

34. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან სკოლის სივრცეში თერაპიული ჩარევის შემთხვევაში ითანამშრომლოს მოსწავლის შესაბამის თერაპევტთან (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ქცევითი თერაპევტი და სხვ.);

35. დაესწროს თერაპიულ შეხვედრებს;

36. უზრუნველყოს თერაპევტის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება;

37. იზრუნოს მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციაზე;

38. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს უსაფრთხოების წესების დაცვით საკვების მიწოდება;

39. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეს მხარდაჭერა გაუწიოს ტანსაცმლის გახდა/ჩაცმის, შესაკრავების, თასმების მანიპულირების პროცესში;

40. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, განახორციელოს ტუალეტის და ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული პროცესის მხარდაჭერა: ტუალეტის საჭიროების შეხსენება, ტრანსფერი, ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა, ცხვირის მოწმენდა, ნერწყვდენის კონტროლი, მენსტრუალური ციკლის კონტროლი და სხვა;

41. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, განახორციელოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი: შემთხვევების აღმოცენებისას მოახდინოს ინტერვენცია, იმყოფებოდეს მოსწავლის შორიახლოს და თვალი ადევნოს მის მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეატყობინოს შესაბამის სამსახურს და ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს;

42. მიწოდებული ინსტრუქციების დაცვით უზრუნველყოს მოსწავლისთვის მედიკამენტების მიწოდება და ინფორმაცია მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ სკოლის სამედიცინო პერსონალს;

43. თუ მოსწავლე საჭიროებს სამედიცინო პროცედურებს (ნახვევის გამოცვლა, კანის ზედაპირის დამუშავება) სკოლის სამედიცინო პერსონალს დაეხმაროს შესაბამის გარემოში აღნიშნული პროცედურების განხორციელებაში;

44. იყოს პასუხისმგებელია სკოლის ადმინისტრაციის წინაშე.


გამოქვეყნების თარიღი 22 ნოემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 25 ნოემბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS