ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი დიდუბე-ჩუღურეთი
ტელეფონი 2 18 48 38
სამუშაოს დაწყების თარიღი , წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

შპს ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა აცხადებს კონკურსს მათემატიკის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. შესაბამისი უმაღლესი განათლება/კვალიფიკაცია;

2. ანალოგიურ პოზიციაზე სულ მცირე 3 წლის მუშაობის წარმატებული გამოცდილება;

3. სასურველია აპლიკანტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში იყოს ჩართული;

4. ქართული ენის გამართულად ცოდნა;

5. შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;

6. ვერბალური და არავერბალური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

7. მუშაობა მცირე და დიდ ჯგუფებში;

8. კომპიუტერის ფლობის უნარ-ჩვევები (Microsoft Word, Excel, Power Point, Internet).

დამატებითი მოთხოვნები:

მასწავლებელს უნდა შეეძლოს კლასის ეფექტურად მართვა, იყოს კომუნიკაბელური და ფლობდეს გაკვეთილის ჩატარების თანამედროვე მეთოდებს.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

ლოკაცია: დიღომი, ლუბლიანას ქ. 21

შერჩევის პროცედურა: კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება 3 ეტაპად - პირველ ეტაპზე კანდიდატთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით. მეორე ეტაპზე გასაუბრების საფუძველზე, ხოლო მესამე ეტაპზე ჩატარებული სიმულაციის მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფოსტით (hr@saintnicholasschool.ge) უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით; CV აუცილებლობის სახით უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აპლიკანტის: სამუშაო გამოცდილების, განათლების/კვალიფიკაციის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის და მობილურის ნომრის შესახებ. ხოლო ელექტრონული წერილის თემატიკაში, აპლიკანტის სახელთან და გვართან ერთად მითითებული უნდა იყოს პოზიცია, რომელზეც შემოდის განაცხადი.


გამოქვეყნების თარიღი 29 ნოემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 6 იანვარი, 2022წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS