ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ თელავის №5 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სკოლის ექიმი
სექტორი
რეგიონი კახეთი
რაიონი თელავი
ტელეფონი 591057702 0350273134
სამუშაოს დაწყების თარიღი7 დეკემბერი, 2021წ.
სამუშაო საათები30 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 370-470 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1. კანდიდატისადმი სავალდებულო მოთხოვნებად შესაძლებელია ჩაითვალოს:

ა) ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ან ,,თერაპევტი’’ და სხვა.

ბ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;

ბ) იცოდეს სახელმწიფო ენა.

2. კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:

ა) გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;

ბ) ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

დ) დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი;

ე) ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში;

ვ) მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვ. (საექიმო სპეციალობის ფარგლებში).

3. მნიშვნელოვანია თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭოთ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს ორ სპეციალობაში (მაგ. „საოჯახო მედიცინა“ „პედიატრია“ ,,თერაპევტი’ და სხვა’).

4. კონკურსში მონაწილეობის მიზნით კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

ბ) საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;

გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) დასაქმებული კანდიდატების შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან (სამუშაო გარაფიკისა და შესაბამისი საათობრივი დატვირთვის მითითებით);

ზ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექიმის თანამდებობაზე დასაქმება;

თ) ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება მისამართი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.

სკოლის ექიმის ფუნქციები და ვალდებულებები:

1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;

2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;

3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელსეწყობა და მონიტორინგი;

4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;

5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრავმის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს;

6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);

7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;

8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას;

12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

13. სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;

14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად);

16. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;

17. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;

18. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.


გამოქვეყნების თარიღი 29 ნოემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 6 დეკემბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS