ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი
სექტორი
რეგიონი იმერეთი
რაიონი წყალტუბო
ტელეფონი 591059484; 599543014
სამუშაოს დაწყების თარიღი17 იანვარი, 2022წ.
სამუშაო საათები25 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 280-300 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის მიერ დასაკმაყოფილებელი სავალდებულო საკვალლიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ინკლუზიური განათლების სფეროში ტრენინგ-კურსების გავლილობა

   უპირატესობა მიენიჭება: მასწავლებელს, ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს.

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შესასრულებელი სამუშაოა:

1.1. საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური დახმარების გაწევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის თვითმომსახურების აქტივობების (მობილობა, ორიენტაცია, კვება, ჩაცმა–გახდა, ტუალეტი, კომუნიკაცია და სხვა) განხორციელებასა და სკოლის გარემოში, მათ შორის რესურს-ოთახში ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებაში;

1.2. საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური დახმარება გაწევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის საგაკვეთილო პროცესის დროს;

1.3. მონაწილეობის მიღება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ განხილვებში;

1.4. მონაწილეობის მიღება საგნის მასწავლებლებთან და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან ერთად სსსმ მოსწავლის უნარების გასაძლიერებლად საგანმანათლებლო გარემოში ადაპტირების მიზნით.

1.5 სსსმ მოსწავლის შეფასების, განხორციელებული ინტერვენციის და მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირებაში თანამონაწილეობა.

1.6.რთული ქცევის მქონე სსსმ მოსწავლის ქცევის შეფასებაში თანამონაწილეობა და ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

1.7.სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის რეკომენდაციების შესრულება სსსმ მოსწავლის რთული ქცევის მართვის პროცესში.

კონკურსის ეტაპები:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება 

გამოქვეყნების თარიღი 1 დეკემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 14 დეკემბერი, 2021წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS