ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
კლასი VII
სექტორი სომხური
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
რაიონი ახალციხე
ტელეფონი 598097706
სამუშაოს დაწყების თარიღი20 იანვარი, 2022წ.
სამუშაო საათები5 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 120-150 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

1.სომხური ლიტერატურული ენის ცოდნა სავალდებულოა!

I მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

1. უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი) ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი);

2. უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (დაწყებითი საფეხური I-IV საგნის გამოცდა);

3. უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

4. 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი

II . ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. წერილობითი განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

  2. პირადობის მოწმობის ასლი;

  3. ავტობიოგრაფია/ cv.

  4. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი

  5 .სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი ან მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაცია.

   6. შესაბამისი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

III კონკურსის ეტაპები მოიცავს:

1.განაცხადების გადარჩევას;

2.გასაუბრებას;

3.საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებას

 კომისია დავუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, ვინც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

IV დამატებითი ინფორმაცია:

1. კონკურსანტს უნდა შეეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლების პროცესში.

2. კონკურსანტი უნდა იცნობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას.

V. განაცხადის მიღების წესი

1. განცხადი მიიღება 2022 წლის 13 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, როგორც სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე akhaltsikhe3@mes.gov.ge , ასევე სკოლის მისამართზე: ქ.ახალციხე,რუსთაველის ქ.N12.( 10-16 სთ-მდე, შაბათ კვირის გარდა)

გამოქვეყნების თარიღი 13 იანვარი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 17 იანვარი, 2022წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS