ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი დაწყებითის მასწავლებელი
სექტორი ქართული
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი
რაიონი ზუგდიდი
ტელეფონი 577628585
სამუშაოს დაწყების თარიღი24 იანვარი, 2022წ.
სამუშაო საათები14 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 650-750 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.1 მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ვ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.

1.2 უნდა ჰქონდეს კლასკომპლექტში მუშაობის გამოცდილება

2. კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

ბ)გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა ელექტრონულ ფოსტაზე tsaishi@mes.gov.ge უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ავტობიოგრაფია CV

2. პირადობის მოწმობის ასლი

3. დიპლომის ასლი

4. შესაბამისი სერთიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)

5. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)

6. ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები (არსებობის შემთხვევაში)


გამოქვეყნების თარიღი 14 იანვარი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 20 იანვარი, 2022წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS