ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა სსიპ - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი უცხოური ენა (ინგლისური)
კლასი III, IV, VII, IX
სექტორი ქართული
რეგიონი იმერეთი
რაიონი ხონი
ტელეფონი 577673818
სამუშაოს დაწყების თარიღი24 იანვარი, 2022წ.
სამუშაო საათები9 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 240-270 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

 ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (300 კრედიტიანი) საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

 ბ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი) ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი (მაძიებლობა), ან პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მაინორი);

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 ე) 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი.

 კონკურსის ეტაპები: 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

                                    2. გასაუბრება. აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორინეტირებული. ასევე შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.

 შენიშვნა: მეორე ეტაპზე, გადავლენ ის კონკურსანტები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს. დოკუმენტების გადარჩევის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას (გასაუბრების თარიღი ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე და/ან ელ.ფოსტაზე), სადაც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები.

გამოქვეყნების თარიღი 14 იანვარი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 18 იანვარი, 2022წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS