ვაკანსიები მასწავლებლობის მაძიებელი ვაკანსიის დამატება კითხვა-პასუხი დაგვიკავშირდით
« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

სკოლა შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი მათემატიკა
კლასი V, VI
სექტორი ქართული
რეგიონი თბილისი
რაიონი ისანი-სამგორი
ტელეფონი
სამუშაოს დაწყების თარიღი1 სექტემბერი, 2022წ.
სამუშაო საათები20 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
ვაკანსიების რაოდენობა 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე

შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 25 წელს ითვლის. ის ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.


გიმნაზია „შავნაბადა“ 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს ვაკანსიას „მათემატიკის პედაგოგის“ პოზიციაზე.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


შესაბამისი უმაღლესი პედაგოგიური განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულობა ან/და მასწავლებლის სერთიფიკატის ფლობა;

სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:


  საგაკვეთილო საათები: 20 სთ/კვირაში

  დასვენების დღეები: შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები

  მისამართი: ისანი-სამგორის რ-ნი, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ.

ბენეფიტები:


  საგამოცდო ვადის წარმატებით გასვლის შემდგომ, ზაფხულში ხანგრძლივი (24 სამუშაო დღეზე მეტი) ანაზღაურებადი შვებულება;

  განსაკუთრებული ხელშეწყობა პედაგოგთა სწავლებისა და განვითარებისათვის.

კონკურსი მოიცავს ეტაპებს:


CV/რეზიუმეს გადარჩევა

გასაუბრება (შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ ფორმატში შეთანხმებით)

საგნობრივი ტესტირება

იმიტირებული გაკვეთილის პრეზენტაცია (შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ ფორმატში შეთანხმებით)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV Teacherjobs.ge სისტემის მეშვეობით. 

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

გამოქვეყნების თარიღი 22 ივნისი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 30 ივნისი, 2022წ.


მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

« უკან დაბრუნება ამოსაბეჭდი ვერსია

© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019

შემუშავებულია EMIS