იქნება თუ არა საიტზე გამოქვეყნებული ვაკანსიები ფსიქოლოგებისთვის ან ლოგოპედ-დეფექტოლოგებისთვის? ამ ეტაპზე ვებ-გვერდზე არ იდება ფსიქოლოგების ან ლოგოპედების ვაკანსიები.
როგორ დავუკავშირდე სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დავინტერესდი? ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია. მათ შორის სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია.
როგორ დავამატო ჩემი რეზიუმე ვებ-გვერდზე, რომ დამსაქმებლებმა მოძებნონ ჩემს შესახებ ინფორმაცია? ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ ვაკანსიები და არა რეზუმეები. ამ საიტის მეშვეობით მასწავლებლობის მსურველები ეძებენ სკოლებს და არა სკოლები მასწავლებლებს.
თუ ვერ პულობთ პასუხს თქვენს კითხვაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.