სკოლა შპს ათასწლეულის სკოლა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი ქიმია
კლასი VIII, IX, X, XI, XII
რეგიონი თბილისი
რაიონი ძველი თბილისი
ტელეფონი
სამუშაოს დაწყების თარიღი22 თებერვალი, 2021წ.
სავარაუდო ხელფასი 0 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს ქიმიის მასწავლებლის პოზიციაზე. აღნიშნული პოზიციისთვის, სკოლა კანდიდატს სთავაზობს წინამოსამზადებელ პერიოდს (3 თვე). შერჩეული კანდიდატი გაეცნობა სკოლის კულტურას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის გუნდთან ერთად ჩაერთვება სამუშაო პროცესში, რომელიც მოიცავს სკოლის ლაბორატორიის პირობებში განხორციელებადი კვლევების დაგეგმვას, ახალი სასწავლო აქტივობების შექმნას, სასწავლო პრაქტიკაზე დაკვირვებას, პროფესიული ლიტერატურის განხილვას და სხვა.

წინამოსამზადებელი პერიოდის დასრულებისთანავე, კანდიდატი განიხილება 2021-2022 სასწავლო წლის ქიმიის მასწავლებელის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ქიმიის სწავლება ძირითადად ლაბორატორიული აქტივობებით;
  • კათედრისა და სკოლის ფარგლებში პროფესიული განვითარების სქემებში ჩართვა;
  • კათედრის წევრებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ქიმიის მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 20 თებერვლისა. გასაუბრება გაიმართება დისტანციურად (პლატფორმა ზუმის საშუალებით).

ქვემოთ მოცემულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის გუნდის მიერ შექმნილი პროექტები:

სამეცნიერო პრაქტიკული:

https://www.facebook.com/218634848168229/videos/196410258369084/

ათასწლეულის სამეცნიერო ჟურნალი:

http://www.millennium-school.org/ge/atastsleulis-sametsniero-zhurnali-1

სხვა პროექტები:

http://www.millennium-school.org/ge/proektebi

საბუთების მიღება მიმდინარეობს 10 თებერვლის ჩათვლით.



გამოქვეყნების თარიღი 6 იანვარი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 10 თებერვალი, 2021წ.