სკოლა სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლა
სკოლის ტიპი საჯარო
თანამდებობა ენისა და მეტყველების თერაპევტი
რეგიონი შიდა ქართლი
რაიონი ქარელი
ტელეფონი 591057240
სამუშაოს დაწყების თარიღი5 ოქტომბერი, 2021წ.
სამუშაო საათები16 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 240-250 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია). აუცილებელია ენისა და მეტყველების მიმართულებით კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა.

მინიმალური კომპეტენცია:

• ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ხელშემწყობი სტრატეგიების ფლობა;

• მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების (ენა, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველება, ვერბალური მოქნილობა და ენაბორძიკი, არტიკულაცია, კომუნიკაციის სტილი) და სმენითი ფუნქციის/სმენითი აღქმის უნარის შეფასება და შეფასების საფუძველზე მეტყველებისა და კომუნიკაციის

• განვითარების გეგმის და განრიგის შედგენა;

• ინფორმაციის ფლობა შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების და განვითარების დარღვევების შესახებ, ქცევის მართვის შესახებ მინიმალური კომპეტენციების ფლობა.

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით:

– აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება;

– აქვს ინკლუზიურ განათლების-სფეროში ტრენინგ კურსების გავლილი დამადასტურებელი სერტიფიკატები;

– აქვს გავლილი სტაჟირება ინკლუზიური განათლების სფეროში;

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება;

დამატებითი ინფორმაცია:

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.


გამოქვეყნების თარიღი 20 სექტემბერი, 2021წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 24 სექტემბერი, 2021წ.