სკოლა | სსიპ - ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | ფსიქოლოგი |
რეგიონი | თბილისი |
რაიონი | ისანი-სამგორი |
ტელეფონი | 0322796133 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 7 დეკემბერი, 2021წ. |
სამუშაო საათები | 10 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 300-400 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | კანდიდატს უნდა ქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფსიქოლოგის მიმართულებით. უნდა იცნობდეს: ა) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები; ბ) საგანმანათლებლო გარემოში ქცევითი და ემოციური სირთულეების პრევენცია და მართვა; გ) განათლების ფსიქოლოგია; დ) ასაკობრივი განვითარების თეორიები, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-ფიზიკური განვითარების ასაკობრივი და სპეციფიკური პრობლემები და მათი გადალახვის გზები; ე) სწავლებისა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები და მეთოდები; ვ) პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიები; ზ) აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, ფსიქოემოციური, ქცევითი, ფუნქციური და მოტორული უნარების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; თ) ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ინდივიდუალური (პიროვნული) და გარემო ფაქტორები, ამ ფაქტორების ზეგავლენა სსსმ მოსწავლის სწავლასა და განვითარებაზე; ი) სსსმ მოსწავლისათვის სასწავლო პროცესისა და სხვდასხვა აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა; კ) სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ლ) სსსმ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა. კონკურსის ეტაპები: 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; 2. გასაუბრება. |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ნოემბერი, 2021წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 5 დეკემბერი, 2021წ. |