სკოლა | სსიპ - ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა |
სკოლის ტიპი | საჯარო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | მათემატიკა |
კლასი | V, VI |
რეგიონი | რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი |
რაიონი | ამბროლაური |
ტელეფონი | 551212401 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 21 იანვარი, 2022წ. |
სამუშაო საათები | 14 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 538-1070 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | სკოლაში /საბაზო/საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით; ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი; დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ვ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ზ) უნდა იყოს ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არანაკლ;ებ უფროსი მასწავლებლის სტატუსით. კონკურსის ეტაპები: • საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა (20 იანვარი, 2022 წელი); • გასაუბრება (20 იანვარი, 2022 წელი); • კონკურსის შედეგების განსაზღვრა (20 იანვარი, 2022 წელი). ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. სამოტივაციო წერილი; 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 4.სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი; 5. სხვადასხვა კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); 5. CV; 6. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (გამოცდილების არსებობის შემთხვევაში); 7. ცნობა ნასამართლობის შესახებ. |
გამოქვეყნების თარიღი | 14 იანვარი, 2022წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 19 იანვარი, 2022წ. |