სკოლა შპს ევროპული სკოლა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი უცხოური ენა (ინგლისური)
კლასი I, II, III, IV, V, VI
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი +995577710037
სამუშაოს დაწყების თარიღი28 ივნისი, 2022წ.
სამუშაო საათები25 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-3000 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ფუნქცია-მოვალეობები:

• სასწავლო პროგრამის მიზნებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;

• ტრანსდისციპლინური სწავლების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო და მოსწავლის ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა;

• სემესტრული სილაბუსებისა და თემატური გეგმის შედგენა; უკუკავშირის სახით განმავითარებელი კომენტარის მიცემა, შეფასების რუბრიკების შექმნა და შეფასების სტრუქტურის შესახებ მოსწავლეების მუდმივი ინფორმირება;

• სასწავლო პროგრამის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკობრივი და სხვა ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, სასწავლო მეთოდების შერჩევა და სასწავლო პროცესის წარსამართად მათთვის აუცილებელი რესურსების მიწოდება;

• სასწავლო პროგრამით/სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება;

• გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;

• მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის/შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება; დამრიგებლის, უშუალო უფროსის, მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;

• საჭიროებისამებრ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით შემაჯამებელი ტესტების მომზადება; ტესტის შედეგების ანალიზი, რეფლექსია, მოსწავლეებისთვის დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მოსწავლეთა ტესტების/ნამუშევრების შენახვა სკოლაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

• სასწავლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;

• საჭიროებისამებრ კლასგარეშე სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურის შერჩევა, დამოწმება და მოსწავლეებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;

• მშობელთა კრებებზე დასწრება, კრებებისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება; საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის ინდივიდუალური განხილვა;

• ელექტრონული ჟურნალის წარმოება: საშინაო დავალებების შეტანა, საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეზე რეპორტების დაწერა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, კომენტარების სახით დოკუმენტაციის წარმოება;

• კოორდინატორის ინფორმირება სასწავლო გეგმის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ;

• სამსახურის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება; პროფესიული სიახლეების მუდმივი გაცნობა-ათვისება;

• საგნის პორტფოლიოს სრულყოფილი წარმოება;

• კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

• კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:

განათლება

• ბაკალავრის ხარისხი;

• სასურველია მაგისტრის ხარისხი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიაში;

•სკოლაში ქართულ პროგრამაზე მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნას/მოთხოვნებს

• კანონმდებლობით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

• სასურველია ინგლისური ენის სწავლების საერთაშორისო სერტიფიკატი (CELTA/DELTA).

გამოცდილება

• ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

• კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;

• ბავშვის უფლებათა კონვენცია;

• ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტი.


გამოქვეყნების თარიღი 21 ივნისი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 26 ივნისი, 2022წ.