სკოლა | შპს ევროპული სკოლა |
სკოლის ტიპი | კერძო |
თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
საგანი | სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება |
კლასი | VI, VII, VIII, IX, X, XI |
რეგიონი | თბილისი |
რაიონი | ვაკე-საბურთალო |
ტელეფონი | +995577710037 |
სამუშაოს დაწყების თარიღი | 28 ივნისი, 2022წ. |
სამუშაო საათები | 19 სთ/კვირაში |
სავარაუდო ხელფასი | 500-3000 ლარი/თვეში |
საკვალიფიკაციო მოთხოვნები | • სასწავლო პროგრამის მიზნებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო და მოსწავლის ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა; • სემესტრული სილაბუსებისა და თემატური გეგმის შედგენა; შეფასების რუბრიკების შექმნა და შეფასების სტრუქტურის შესახებ მოსწავლეების მუდმივი ინფორმირება; • სასწავლო პროგრამის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკობრივი და სხვა ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, სასწავლო მეთოდების შერჩევა და სასწავლო პროცესის წარსამართად მათთვის აუცილებელი რესურსების მიწოდება; • სასწავლო პროგრამით/სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება; • გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა; • მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის/შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება; დამრიგებლის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ინფორმირება; • მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით შემაჯამებელი, სადიაგნოსტიკო და სხვა სახის ტესტების მომზადება; ტესტის შედეგების ანალიზი, რეფლექსია, მოსწავლეებისთვის დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მოსწავლეთა ტესტების/ნამუშევრების შენახვა სკოლაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით; • სასწავლო და პერსონალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელება; • საჭიროებისამებრ მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება; • საჭიროებისამებრ კლასგარეშე სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურის შერჩევა, დამოწმება და მოსწავლეებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა; • იმ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს სილაბუსით გათვალისწინებული პროგრამის შესწავლას; • მშობელთა კრებებზე დასწრება, კრებებისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება; საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის ინდივიდუალური განხილვა; • ელექტრონული ჟურნალის წარმოება: საშინაო დავალებების შეტანა, საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეზე რეპორტების დაწერა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, ქულებისა და კომენტარების სახით დოკუმენტაციის წარმოება; • დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმირება სასწავლო გეგმის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ; • დეპარტამენტის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება; პროფესიული სიახლეების მუდმივი გაცნობა-ათვისება; • საგნის პორტფოლიოს სრულყოფილი წარმოება; • კომპტენეციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება. კვალიფიკაცია: განათლება • ბაკალავრის ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობაში. • სასურველია მაგისტრის ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობაში. გამოცდილება • ხელოვნების პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები: • კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი; • ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტი; • ბავშვის უფლებათა კონვენცია; • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; • სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა • კანდიდატი ვალდებულია დასაქმების თარიღიდან 2 წლის ვადაში მოიპოვოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მასწავლებლის სტატუსი კომპიუტერული პროგრამები: • MS Office, Outlook პიროვნული მახასიათებლები: • კომუნიკაბელურობა; • ორგანიზებულობა; • პუნქტუალურობა; • დეტალებზე ორიენტირებულობა; • კრეატიულობა; • თვითგანვითარებისთვის მზაობა; • სტრესის მართვის უნარის ფლობა; • დროის მენეჯმენტი; • გუნდური მუშაობის უნარის ფლობა. |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ივნისი, 2022წ. |
გამოხმაურების ბოლო თარიღი | 26 ივნისი, 2022წ. |