სკოლა შპს ევროპული სკოლა
სკოლის ტიპი კერძო
თანამდებობა მასწავლებელი/მაძიებელი
საგანი დაწყებითის მასწავლებელი
კლასი I, II, III, IV, V, VI
რეგიონი თბილისი
რაიონი ვაკე-საბურთალო
ტელეფონი +995577710037
სამუშაოს დაწყების თარიღი28 ივნისი, 2022წ.
სამუშაო საათები20 სთ/კვირაში
სავარაუდო ხელფასი 500-3000 ლარი/თვეში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• სასწავლო პროგრამის მიზნებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;

• ტრანსდისციპლინური სწავლების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო და მოსწავლის ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა;

• სემესტრული სილაბუსებისა და თემატური გეგმის შედგენა; უკუკავშირის სახით განმავითარებელი კომენტარის მიცემა, შეფასების რუბრიკების შექმნა და შეფასების სტრუქტურის შესახებ მოსწავლეების მუდმივი ინფორმირება;

• სასწავლო პროგრამის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკობრივი და სხვა ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, სასწავლო მეთოდების შერჩევა და სასწავლო პროცესის წარსამართად მათთვის აუცილებელი რესურსების მიწოდება;

• სასწავლო პროგრამით/სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება;

• გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;

• მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის/შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება; დამრიგებლის, უშუალო უფროსის, მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;

• საჭიროებისამებრ მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით შემაჯამებელი ტესტების მომზადება; ტესტის შედეგების ანალიზი, რეფლექსია, მოსწავლეებისთვის დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; მოსწავლეთა ტესტების/ნამუშევრების შენახვა სკოლაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

• სასწავლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;

• საჭიროებისამებრ მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;

• საჭიროებისამებრ კლასგარეშე სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურის შერჩევა, დამოწმება და მოსწავლეებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;

• იმ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს სილაბუსით გათვალისწინებული პროგრამის შესწავლას;

• მშობელთა კრებებზე დასწრება, კრებებისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება; საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის ინდივიდუალური განხილვა;

• ელექტრონული ჟურნალის წარმოება: საშინაო დავალებების შეტანა, საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეზე რეპორტების დაწერა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, კომენტარების სახით დოკუმენტაციის წარმოება;

• კოორდინატორის ინფორმირება სასწავლო გეგმის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ;

• სამსახურის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება; პროფესიული სიახლეების მუდმივი გაცნობა-ათვისება;

• საგნის პორტფოლიოს სრულყოფილი წარმოება;

• კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

• კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია:

განათლება

• ბაკალავრის ხარისხი სასურველია პედაგოგიურ მეცნიერებებში

გამოცდილება

• პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

• კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;

• ბავშვის უფლებათა კონვენცია;

• ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტი;

• ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა

• კანდიდატი ვალდებულია დასაქმებიდან 2 წლის ვადაში მოიპოვოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მასწავლებლის სტატუსი

კომპიუტერული პროგრამები:

• MS Office, Outlook


გამოქვეყნების თარიღი 21 ივნისი, 2022წ.
გამოხმაურების ბოლო თარიღი 26 ივნისი, 2022წ.